logo
ENG



"დილის 7 საათზე მოვიდნენ" - თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლები დაანგრიეს

23 დეკ 202009:06
3 წუთის საკითხავი
 

დილით "აფრიკაში", თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლები დაანგრიეს. 

თბილისის მერიამ შენობების მფლობელებს მათი დემონტაჟისთვის 4 დღე მისცა. ეს ვადა გუშინ ამოიწურა. 

ერთ-ერთმა მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილმა კაცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერიის თანამშრომლები დილის 7 საათზე მოვიდნენ. 

"სახლში ვიყავით, დილის 7 საათი იქნებოდა. მოვიდნენ და დაანგრიეს. დაცალეთ სახლიო. რისი გამოტანაც მოვასწარით, გამოვიტანეთ. არც გვაცალეს გამოტანა. ბულდოზერები მოიტანეს. საწოლები, ტანსაცმელი ყველაფერი შიგნით ყრია, დანგრეულია ყველაფერი". - თქვა რადიო თავისუფლებასთან ერთ-ერთმა მცხოვრებმა. 

მისი თქმით, სახლს 2010 წლიდან აშენებს, თუმცა ამ წლების განმავლობაში გაფრთხილება არ მიუღია. 

მერიამ "აფრიკაში" სახლების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. 

კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. 


close დახურვა